Sunday, January 26, 2014

მეორე დღე.

ტრენინგი დაიწყო კითხვით" რა არის ბლოგი?" ტრენერმა კიდევ ერთხელ გვთხოვა გაგვემარტა  თუ  რა იკო ბლოგი.
ბლოგი არის დღიური , ჩანაწერები რომელიც განთავსებულია ინტერნეტში და ის არის საჯარო .შემდეგ ჯგუფის წევრებმა მოვახდინეთ იდეების გენერირება , ვისაუბრეთ ჩვენს მომავალ პროექტებზე. ამის შემდეგ  დავიწყეთ მუშაობა ბროშურების შექმნაზე . შევქმენით სამსვეტიანი ბროშურა.ამის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიარეთ ყველა ნაბიჯი თუ როგორ უნდა  შეგვექმნა სამსვეტიანი ბროშურა.




                                                      ბ    რ    ო    შ    უ    რ    ა

Saturday, January 25, 2014

მოდული 1 პროექტებით სწავლება

ინტელის  სასწავლო  კურსი  მასწავლებლებს  გვთავაზობს პროექტებით სწავლებას. პროექტები შესაძლებლობას იძლევა სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და  ცხოვრებისეულ  კონტექტს , მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. მასწავლებლები შევისწავლით როგორ შევქმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები.

                                                          მოდული 1

პირველი შეხვედრა  დაიწყო გაცნობითტრენერმა შექმნა  მეგობრული სამუშაო გარემო და გაგვაცნო ინტელის ძირითადი   კურსი.  კურსის მიზანი:" კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დაგეხმარებათ მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში"


მოდული 1: პროექტებით სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
ძირითადი აქტივობები:
  • პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
  • სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
  • თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
  • საპროექტო იდეების გენერირება
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე

ტრენერის ინსტრუქციების მიხედვით შევქმენით საქაღალდე  .

1. სახელი გვარი
2.კურსის რესურსები
3.მოსწავლის ნიმუში
4.სასწავლო პროექტის გეგმა
5. სასწავლო პროექტის დამხმარე
6.სურათები აუდიო ვიდეო
7.საავტორო უფლებები
8.შეფასებები

შემდეგ განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი , პორთფოლიოს ჩეკლისტი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.

განვიხილეთ  წინა ჯგუფის პროექტები.