მოდული 1
პირველი შეხვედრა დაიწყო გაცნობით . ტრენერმა შექმნა მეგობრული სამუშაო გარემო და გაგვაცნო ინტელის ძირითადი კურსი. კურსის მიზანი:" კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დაგეხმარებათ მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში"
მოდული 1: პროექტებით სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
ძირითადი აქტივობები:
- პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
- სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
- თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
- საპროექტო იდეების გენერირება
- რეფლექსია თქვენს ბლოგზე
ტრენერის ინსტრუქციების მიხედვით შევქმენით საქაღალდე .
1. სახელი გვარი
2.კურსის რესურსები
3.მოსწავლის ნიმუში
4.სასწავლო პროექტის გეგმა
5. სასწავლო პროექტის დამხმარე
6.სურათები აუდიო ვიდეო
7.საავტორო უფლებები
8.შეფასებები
შემდეგ განვიხილეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი , პორთფოლიოს ჩეკლისტი და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
განვიხილეთ წინა ჯგუფის პროექტები.
No comments:
Post a Comment